Monday, March 29, 2010

პროექტის გეგმა


1. პროექტის სახელი: თექა და მისი გამოყენება..
2. პროექტის მოკლე აღწერა :
მოწავლეები იკვლევენ თექის
ისტორიას და მის მნიშვნელობას ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოს მთიან რეგიონების კულტურას, სადაც ძირითადად განვითარებული იყო თექის ანუ მოთელილი მატყლის ტრადიცია. მოსწავლეები გაეცნობიან მატყლის ხარისხს და მის თვისებებს, რამაც დასაბამი მისცა მთიან რეგიონებში თექის განვითარებას. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მატყლის ღებვის ტექნოლოგიაზე,გაეცნობიან იმ მცენარეებს რომელთა საშუალებითაც ხდებოდა მატყლის ღებვა და გააკეთებენ დასკვნას თუ რა განსხვავება ჰქონდა ბუნებრივი საღებავით შეღებილი და ქიმიური პიგმენტით შეღებილი მატყლი ერთმანეთისაგან. შეისწავლიან თექის თანამედროვე დამუშავების ტექნოლოგიას-დეკორატიულ თექას და გაავლებენ პარალელს თუ რა ცვლილებები განიცადა თექამ უძველესი დროიდან დღემდე.
შეისწავლიან თექის დამუშქვებას და თვითონვე შექმნიან თექის პანოს, პორტრეტს, სამკაულს, ჩანთას, შარფს, შესამოსელს და სხვა.
4. მოსწავლეთა ასაკი/კლასები: 16 წლ. მე–11 კლასი.
5.ვადები/ხანგრძლივობა
: 2009წელი ნოემბერი–2010წლის ივნისი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
: მოსწავლეები ისწავლიან თექის დამუშავების ტექნოლოგიას და მისგან სხვადასხვა დიზაინის ნაკეთობის შექმნას.
7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი: უკეთ გაიცნობენ საქართველოს მხარეებს, მათ ხალხურ ხელოვნებას–ექსკურსიის საშუალებით. შექმნიან თექის ნამუშევრებს, მოაწყობენ გამოფენა–გაყიდვას, მოაწყობენ საქველმოქმედო აქციას, შექმნიან ფოტოალბომს, ვიდეომასალას.
8.სარგებელი სხვებისთვის:საქველმოქმედო აქციით შემოსული თანხით და თექის ნამუშევრებით დაეხმარაბიან მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს.
9. სამუშაო ენა:
ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ხელოვნება, ხატვა, ქართული, ისტორია, გეოგრაია. კვლევა ძიების უნარის განვითარება. ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ისტ–ის საშუალებების გამოყენება.
11. მონაწილეები სხვა სკოლიდან: თბილისის 124–ე საჯარო სკოლა, 83–ე საჯარო სკოლა.
12. ფასილიტატორი: ნანული გამგებელი 124–ე საჯარო სკოლა.
13. პროექტის ფასილიტატორი: 50 nanuli@gmail.com.
14. პროეკტის ვებ–გვერდი: nanuligamgebeli.blogspot.com.